ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტარები ისტორიის გაკვეთილებს ჩაატარებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტარები ისტორიის გაკვეთილებს ჩაატარებენ

ე.წ. რესპუბლიკის დღის აღნიშვნის წინ, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიბლიოთეკებში ისტორიის გაკვეთილები ჩატარდება. გაკვეთილებს კი ე.წ. პარლამენტის წევრები ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ  „ეხო კავკაზა“, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს ბიბლიოთეკათა საქმის მთავარ სპეციალისტზე, ნათელა დრიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღონისძიებები 18 სექტემბერს არის დაგეგმილი და არა მხოლოდ ცხინვალის, არამედ რაიონულ ბიბლიოთეკებსაც მოიცავს. ისტორიის გაკვეთილების გარდა, წიგნების გამოფენა და მოსწავლეთა კონკურსიც მოეწყობა.

ე.წ. რესპუბლიკის დღეს, ცხინვალში, 20 სექტემბერს აღნიშნავენ.