SOCAR-ი საქართველოში სასუქის მწარმოებელ ქარხანას ააშენებს

SOCAR-ი საქართველოში სასუქის მწარმოებელ ქარხანას ააშენებს

SOCAR-ი საქართველოში სასუქის მწარმოებელ ქარხანას ააშენებს. მშენებლობას საძირკველი ხვალ, ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩაეყრება. ამის შესახებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის დირექტორმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა.

ახალი საწარმოსათვის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში, აბდულაევის განცხადებით, მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.

SOCAR-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მინერალური სასუქის (შარდოვანას) მწარმოებელი ქარხანა ყულევის პარალელურად სუმგაიტშიც აშენდება.

აბდულაევმა აღნიშნა, რომ სუმგაიტში ქარხნის მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული და შედეგები უახლოეს ხანებში გამოვლინდება. კომპანია, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, საქართველოში ქარხნის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანული მხარე მშენებლობების დასრულებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობს.