კვიტაშვილი: სტუდენტების მოთხოვნების ნაწილი სამართლიანია, თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტის პრეროგატივას არ უკავშირდება

კვიტაშვილი: სტუდენტების მოთხოვნების ნაწილი სამართლიანია, თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტის პრეროგატივას არ უკავშირდება

 „აქციის მონაწილე სტუდენტების მოთხოვნის გარკვეული ნაწილი სამართლიანია, თუმცა სტუდენტების ზოგიერთი მოთხოვნა უნივერსიტეტის პრეროგატივას არ უკავშირდება და სწორედ, ამიტომ ვერ სრულდება“, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს ჟურნალისტებს უნივერისტეტში სტუდენტების აქციისა და მათი მოთხოვნების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ბაზების პრობლემა მართლაც არსებობს უნივერსიტეტში, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი მოგვარება დროს მოითხოვს. უნივერსტიტეში შეიცვალა IT პროგრამის სამსახურიც.

ამასთანავე, კვიტაშვილი სტუდენტების ბრალდებებს უნივერსიტეტიდან პოლიტკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლების შესახებ, კატეგორიულად უარყოფს.  როგორც ის განმარტავს, სტუდენტების მოთხოვნა, სწავლის საფასურის შემცირებასთან ერთად და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებასთან ერთად, უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების დათხოვნის შეწყვეტაა.

იმ თანამშრომლებს, რომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში მას ადანაშაულებენ, უბრალოდ შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ.

„რაც შეეხება რეგენტთა საბჭოს გაუქმების მოთხოვნას, ეს არ არის უნივერსიტეტის პრეროგატივა და ამისთვის საჭიროა კანონში ცვლილებების შეტანა“ - განაცხადა კვიტაშვილმა.

მისივე თქმით, ის მზადაა სტუდენტებს ნებისმიერ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს.