ფანჯიკიძე: სპეც-უბნების გახსნით, ხელისუფლება საარჩევნო ბედის შეცვლას ცდილობს

ფანჯიკიძე: სპეც-უბნების გახსნით, ხელისუფლება საარჩევნო ბედის შეცვლას ცდილობს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა მცირე რაოდენობით ცხოვრობს, ხელისუფლება სპეც-უბნების გახსნით, საარჩევნო ბედის შეცვლას ცდილობს.

კოალიციის ინფორმაციით, მსგავსი სპეც-უბნები მესტიასა და ყაზბეგშიც იხსნება.

„მესტიაში ხელისუფლება სპეც-უბანს არმიისთვის ხსნის. თუმცა იქ არანაირი საარმიო დანაყოფი არ იმყოფება. ასევე სპეც-უბანი იხსნება ყაზბეგის რაიონში მესაზღვრეებისათვის, ამ რაიონებში იმდენად მცირერიცხოვანი ამომრჩეველია, რომ რამდენიმე ასეულმა ამომრჩეველმა შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა ჯარისკაცებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა მიიღონ მათში მონაწილეობა, მაგრამ მათ მაჟორიტარი დეპუტატის ბედი არ უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საფრთხე, რომ ცესკო ბოლო წუთს ჯარისკაცებსაც მისცემს უფლებას მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარების არჩევნებში, არსებობს, შესაბამისად კოალიცია წინასწარ აფრთხილებს ცესკოს თავმჯდომარეს მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება არ მიიღოს.