ლაშა თორდია: ჩვენი მიზანია, საქმიანობით დავამტკიცოთ, რომ ვართ მიუკერძოებელი ორგანო

ლაშა თორდია: ჩვენი მიზანია, საქმიანობით დავამტკიცოთ, რომ ვართ მიუკერძოებელი ორგანო

"ფუნქციები, რომელიც აკისრია აუდიტის სამსახურს, კერძოდ პარტიების ფინანსური მონიტორინგის თვალსაზრისით, იგივე ფუნქციები აკისრია ევროპული ქვეყნების უმრავლესობის აუდიტორულ ინსტიტუციებს“, - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციათა ორგანიზაციების მეშვიდე ერთობლივი კონფერენციაზე ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ფუნქცია ახალია მათთვის და უწყება ცდილობს გაიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ.

„ჩვენი მთავარი მიზანია, საქმიანობით დავამტკიცოთ, რომ ვართ მიუკერძოებელი ორგანო და საზოგადოების ნდობა ჩვენი სამსახურის მიმართ იყოს მაღალი“, - განაცხადა მან.

თორდიამ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებების დროს ხდება გამოცდილების გაზიარება.

თორდია აცხადებს, რომ  დღევანდელ პრეზენტაციებზე ხდება ცალკეული სახელმწიფოების გამოცდილების, იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ არის აღიარებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია ტარდება სწორედ თბილისში. ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტები, რომელიც ევროპაში არის აპრობირებული დავნერგოთ ჩვენს სამსახურში", -განაცხადა ლაშა თორდიამ.

კონფერენციის მასპინძელია სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ამავე დროს დაარსების 20 წლისთავს აღნიშნავს. კონფერენციაში სულ 40 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.