პროექტის - „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“ – ფარგლებში „ქართული ოცნება“ პროგრამას წარმოადგენს

პროექტის - „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“ – ფარგლებში „ქართული ოცნება“ პროგრამას წარმოადგენს

პროექტის - „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“- ფარგლებში, შერატონ მეტეხი პალასში ხვალ, 12:00 საათზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. საკუთარ ხედვას კოალიციის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად წარადგენს.

პროექტს საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით ახორციელებს. მასში ორგანიზატორების განცხადებით, საკუთარი ეკონომიკური ხედვის წარსადგენად  სამი ძირითადი პარტია: „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“, კოალიცია „ქართული ოცნება“ და  „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ, გიორგი თარგამაძესთან 12 სექტემბერს გაიმართა. როდის მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია პროექტ - „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“- ჯერ უცნობია.

ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გახსნის. მისასალმებელი სიტყვით გამოვა ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსი.

ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე, სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფით.