5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები

5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდებიან

ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდებიან.

შეხვედრა საასტუმრო „თბილისი მარიოტში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას კოალიციის მხრიდან ესწრებიან ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ასევე ალექსი პეტრიაშვილი და დავით ზალკანიანი.

ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.

სტუმრებმა უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.