დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ „ჯეიმს ბონდის“ მანქანისთვის იბრძვიან

დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ „ჯეიმს ბონდის“ მანქანისთვის იბრძვიან

დევიდ ბექჰემი თავისი ცნობილი ავტომობილების კოლექციის განახლებას „ჯეიმს ბონდის“ მანქანით Aston Martin DBS აპირებს.

ყველასთვის კარგად ცნობილია ბრიტანელი ფეხბურთელის ამ ჰობის შესახებ. მის კოლექციაში ისეთი მარკის მანქანებია, როგორიცაა Cadillac, Porsche, Range Rover, Bentley და Hummer.

ბექჰემი მზადაა, „აგენტი 007“-ის კუთვნილ მანქანაში - 100 000 ფუნტ სტერლინგი (დაახლოებით 162 230 ათასი დოლარი).

„დევიდი ბონდის დიდი მოყვარულია, ის მუდამ ცდილობდა  ამ ფილმთან დაკავშირებული, რამე მაღალი კლასის ნივთი შეეძინა. შეიტყო თუ არა, რომ აუქციონზე ეს მანქანაა გამოტანილი, მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება აუცილებლად ეყიდა“- ამბობს დევიდის მეგობარი.

საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულებულა დევიდის კონკურენტი ამჟამადაც მისი კოლეგა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა მანქანის შესყიდვის სურვილი კრიშტიანუ რონალდუსაც აქვს. სავარუდოდ, ამ ორ ფეხბურთელს შორის  ომი გაიმართება. საინტერესოა ვინ გახდება „აგენტი 007“-ის მანქანის მფლობელი.