აქციის მონაწილე სტუდენტები  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ხვდებიან

აქციის მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ხვდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში უკვე შევიდნენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები სააქტო დარბაზში იმყოფებიან. სააქტო დარბაზში ასევე, პირველკურსელებიც არიან, სადაც ისინი უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს უნდა შეხვედროდნენ.

ერთ- ერთი სტუდენტის დიმიტრი ხუსკივაძის განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს სტუდენტებთან ეზოში შეხვედრის შეეშინდა, რის შემდეგაც სტუდენტებს კონკრეტული ფაკულტეტის დეკანები ხვდებიან.

აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების დაბრუნებას, სწავლის საფასურის შემცირებას, ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებას მოითხოვენ.