თსუ-ში სტუდენტთა აქცია განახლდა

თსუ-ში სტუდენტთა აქცია განახლდა

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი პროფესორ-მასწავლებლებისა და ლექტორების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას აპროტესტებენ.

სტუდენტებს აქვთ პლაკატები წარწერით: "ავტონომია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს", "გადადგეს სანდრო კვიტაშვილი", "დააბრუნეთ გათავისუფლებული ლექტორები".

როგორც From.ge-ს  ერთ -ერთმა სტუდენტმა,  „თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განუცხადა, დღეს, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან   ასობით  სტუდენტი შეიკრიბა და აღნიშნა, რომ ისინი ბრძოლას იქამდე აპირებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

„დღე უნივერსიტეტს მართავს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ და უკან დახევას არ ვაპირებთ  და გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ამ უკანონობას არ დავასრულებთ“, - განაცხადა მეტრეველმა და აღნიშნა, რომ ამისათვის აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.