იტალიელები „მონა ლიზას“ დაბრუნებას ითხოვენ

იტალიელები „მონა ლიზას“ დაბრუნებას ითხოვენ

150 000 იტალიელი აწერს ხელს, კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის გაცხადებას, რომელიც ფლორენციაში ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი შედევრის „მონა ლიზას“ იტალიაში დაბრუნებას ითხოვს.

კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის პრეზიდენტის სილვანო ვინჩენტის განცხადებით, აღნშნულ პროექტზე უკვე ერთი წელია მუშაობს, მან ოფიციალური წერილი გაუგზავნა საფრანგეთის კულტურის ახალ მინისტრს ორელი ფილიპეტის:

„დარწმუნებული ვარ, თქვენ არა მხოლოდ პოზიტიური პასუხით გამოეხმაურებით ჩვენი 150 000 მოქალაქის მოთხოვნას, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ იტალიური წარმოშობის ბრძანდებით, უკეთ ჩასწვდებით მისს მამოძრავებელ მიზანს“.

იტალიელი ხალხის აზრით, ამ დაბრუნებას არა მხოლოდ დიდი ისტორიული, სიმბოლური და მორალური მნიშვნელობის დატვირვა აქვს, არამედ ის უნდა იქცეს საფრანგეთსა და იტალიას შორის არსებული მჭიდრო კავშირის გამომხატველა აქტად.