მამუკა არეშიძე  გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩის მოსახლეობას შეხვდა

მამუკა არეშიძე გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩის მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  მამუკა არეშიძე დღეს სოფელ კაპანახჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. აღნიშნული სოფელი აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებითაა დასახლებული

ხელისუფლება არ გვაძლევს მიწის ნაკვეთების დაკანონების და დამუშავების საშუალებას, არც საძოვრებზე მიგვიწვდება ხელი. ჩვენს სოფელში გზის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში წელს 250 000 ლარი გამოიყო, თავადაც ხედავთ რა სავალალო მდგომარეობაშია გზა, ანუ შესაბამისად თანხა გაიფლანგა. ჩვენი დიდი სურვილია მოვიყვანოთ მოსავალი და ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელის რეალიზაციაც შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილობრივ ასევე საზღვარგარეთის ბაზარზე. რისი საშუალებაც არხებული ხელისუფლების პირობებში არ გვაქვს - განუცხადა მოსახლეობამ არეშიძეს.

პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  მამუკა არეშიძემ კაპანახჩის მოსახლეობას პოლიტიკური ბლოკის მიზნები და ამოცანები გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.