ანტიმუსლიმური ფილმის გამო ავღანეთში აქციები და თავდასხმები გრძელდება

ანტიმუსლიმური ფილმის გამო ავღანეთში აქციები და თავდასხმები გრძელდება

ათასამდე ავღანელი მონაწილეობს საპროტესტო აქციაში, რომელიც ფილმ „ისლამის უცოდველობის“ გამო ქაბულში დაიწყო.

ადგილობრივა მოსახლემ, მუჰამედ ვალიმ ბი-ბი-სი-ს განუცხადა, რომ დემონსტრანტებმა მის მაღაზიაზე თავდასხმა სცადეს. მაღაზია ავღანეთის დედაქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს.

ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ძალოვანი სტრუქტურების კუთვნილი ორი ავტომობილი დაწვეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი, შეიარაღებულია.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

ფილმ „ისლამის უცოდველობის“ გამო საპროტესტო აქციების ტალღამ მთელს მსოფლიოს გადაუარა.დემონსტრაციები გაიმართა ლიბიაში, იემენში, ერაყში, ტუნისში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

ავღანეთის, ასევე პაკისტანის ხელისუფლებამ, ამის გამო YouTube-ის გვერდის და ამით, სკანდალური ფილმის გავრცელების ხელმისაწვდომობა  შეზღუდეს.

დაბათ-კვირას თავდასხმა განხორციელდა ავღანეთში ნატოს ბაზაზე „კემპ ბასტიონი“,ს ადაც ბრიტანეთის პრინცი ჰარი მსახურობს. თალიბთა წარმომადგენელმა მოგვიანებით ბი-ბი-სი-ს განუცხადა, რომ ეს იყო პასუხი ანტიმუსლიმურ ფილმზე.