სასწავლო წელი დაიწყო

სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში 2012-13 სასწავლო წელი დაიწო. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში „ნეტბუკი“ დახვდა. გარდა ამისა, სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში წელს 140 ათასი მოსწავლე, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. წიგნები გადაეცემათ, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს, იმ ოჯახების მოსწავლეებს, საიდანაც ერთდროულად სამი ან მეტი ბავშვი სწავლობს სკოლაში და 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების შვილებს.

წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება და მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 8 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.