ნავალნი: ჩვენ პირადი შურისძიება გვაკლია ამ ბრძოლაში

ნავალნი: ჩვენ პირადი შურისძიება გვაკლია ამ ბრძოლაში

მოსკოვში აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე „მილიონიანი მარში“ მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერის ალექსანდრე ნავალნის განხცადებით, თითოეულმა მონაწილემ ეს როგორც პირადი საქმე ისე უნდა მიღოს.

„ჩვენ პირადი შურისძიება გვაკლია ამ ბრძოლაში. „იმ მხარეს“ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა იცის, თუ ის წააგებს-მილიონებს დაკარგავს... ჩვენ კი თითქოს აბსტრაქტულობისთვის ვიბძვით: რაღაც  თავისუფლებისთვის , რაღაც ადამიანური ღირსებებისთვის... კორუფციის მოსპობა ნიშნავს ფულს თითოეული ჩვენთაგანისთვის, ნიშნავს ქვეყნის სიმდიდრეს“,-განაცხადა ნავალნიმ მიტინგზე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ თუ თითოეული ოპოზიციონერი ყოველდღიურად რაღაც საქმეს გააკეთებს, აუცილებლად გაიმარჯვებს.

ოპოზიციონერთა განცხადებით, სახაროვის პროსპექტზე 50 000 ადამიანია შეკრებილი.