ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“  მტკიცე და ურყევი ნება აქვს, რომ ხალხს და ქვეყანას ეშველოს

ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ მტკიცე და ურყევი ნება აქვს, რომ ხალხს და ქვეყანას ეშველოს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“  საკმარისი ცოდნა,  გამოცდილება, საერთაშორისო  მხარდაჭერა და რაც მთავრია, მტკიცე და ურყევი ნება აქვს, რომ ხალხს და ქვეყანას ეშველოს. ამის შესახებ ივანიშვილმა  ახალციხეში „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა მითვისებული და განადგურებულია.

„რომანოვების უნკალური სასახლე სააკაშვილის ოჯახის პირად დასასვენებლადაა ქცეული და მას სულაც არ ადარდებს, რომ ეს სასახლე კულტურული და ისტორიული ძეგლია. ასე აქვს მითვისებული მთელი საქართველო, ამიტომაც  ებღაუჭება ძალაუფლებას. გარწმუნებთ, რომ  ჩვენ ამას  პირველ ოქტომბერს დავამთავრებთ. აუცილებლად გაემზადეთ გამარჯვებისათვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მხარის უნიკალური სიმდიდრეებით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.

„ვპირდები ბორჯომელებს,  რომ ამ უნიკალური სიმდიდრით თქვენც ისარგებლებთ.  დღეს რომ მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს მონოპოლიზებული მინერალური წყლის რესურსი და  სრულიად იგნორირებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსები, ის რომ ტაბაწყურის ტბას დაეპატრონენ და ხალხს ოჯახების გამოსაკვებად თევზაობის საშუალებას აღარ აძლევენ,  ეს დასრულდება, ეს უსამართლობა ერთხელდასამუდამოდ დასრულდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.