ჯგუფი „შინ“-ის დასკვნითი კონცერტი ვაკის პარკში(VIDEO)

ჯგუფი „შინ“-ის დასკვნითი კონცერტი ვაკის პარკში(VIDEO)

ჯგუფი „შინ“-ი პროექტ „ერთი ხმის" ფარგლებში დასკვნით კონცერტს ვაკის პარკში დღეს, საღამოს 8 საათზე გამართავს. კონცერტში ჯგუფ „შინ“-თან ერთად მონაწილეობას მომღერლები მაია ბარათაშვილი და ნატო მეტონიძე მიიღებენ. პროექტის რიგგარეშე კონცერტი გუშინ ქარელში გაიმართა, სადაც მომღერლები მამა სტეფანე კორინთელის მიწვევით ჩავიდნენ და აღნიშნული კონცერტი სასულიერო გიმნაზიასთან არსებული საჯარო სკოლის გახსნას დაამთხვიეს. ყველა კონცერტში ჯგუფ „შინ“-თან ერთად მონაწილეობას ანჩისხატის მგალობელთა გუნდიც იღებდა. მაია ბარათაშვილთან და ნატო მეტონიძესთან ერთად ჯგუფი „შინ"-ი ვაკის პარკში მსმენელის წინაშე ასევე მგალობელთა გუნდთან ერთად წარსდგება.