ბაქრაძე ქუთაისში განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა

ბაქრაძე ქუთაისში განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისში განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. ბაქრაძემ პროფესორ-მასწავლებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტები გააცნო.

მისი თქმით, დღეს, ქართველების ნაწილი  ამბობს, რომ ქვეყანა ინგრევა, ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანა შენდება, ბაქრაძემ განაცხადა რომ ორივე მხარეს ეთანხმება, თუმცა აღნიშნა, მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველო წინსვლას განაგრძობს.

„თქვენ, რომ მკითხოთ საზოგადოების რომელი ნაწილია მართალი, გიპასუხებთ, რომ ორივე. ვაღიარებთ, რომ საქართველო დღეს არ არის ისეთი, როგორიც გვინდა იყოს, მაგრამ ერთი მინდა, გთხოვოთ, სანამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვეტთ ვის მისცემთ ხმას, გაიაზრეთ, თქვენ გსურთ ხმა მისცეთ წინსვლას და მომავალს, თუ წარსულს, უშუქობას და უპენსიობას", - განაცხადა ბაქრაძემ.