ირაკლი ალასანია საზღვრიპირა სოფელ ორსანტიასა და დიდ ნეძის მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი ალასანია საზღვრიპირა სოფელ ორსანტიასა და დიდ ნეძის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი, ზუგდიდში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია საზღვრიპირა სოფელ ორსანტიასა და დიდ ნეძს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

ალასანიას განცხადებით, ეს სოფელი ყველაზე მივიწყებულია და ეხ მხარე. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, ამ პროგრამის განხორციელებითა და ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონი ლარის ჩადებით, შეიქმნება სამუშაო ადგილები და პატარ-პატარა გადამამუშავებელი ქარხნები, რომელიც განავითარებს მცირე და საშუალო სავაჭრო დიდ ვაწრობას,

„ადგილობრივი მოსახლეობა  საქართველოს ინტერესების დამცველებს წარმოადგენენ, რადგან  მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა ისინი არ ტოვებენ სოფლებს და არ ეგუებიან იმ რეალობას, რაც 2008 წლის ომის შემდეგ გაჩნდა“, - გაანაცხადა ალასანიამ.

ამასთანავე დღევანდელ შეხვედრაზე ალასანიამ მოსახლეობასთან იმ პერსპექივებზეც ისაუბრა, რომელიც ზუგდიდს აფხაზეთთან მიმართებაში გააჩნია.

„სწორედ ზუგდიდი შეასრულებს იმ მთავარ ისტორიულ ფუნქციას, რასაც ქართველებსა და აფხაზებს შორის გამაერთიანებლობის ფუნქცია ჰქვია“, - დასძინა მან.