„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ბორჯომელი მხარდამჭერების ავტომობილების კოლონა ახალციხისკენ დაიძრა

კოალიცია „ქართული ოცნების" ბორჯომელი მხარდამჭერების ავტომობილების კოლონა ახალციხის მიმართულებით დაიძრა.

კოალიციის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ დროშები აქვთ და სკანდირებენ: "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!", "გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილს!". ამასთანავე, ისინი „ქართული ოცნების" მაისურებში არიან გამოწყობილები.

გარდა ამისა, დღეს "ბორჯომქალაქობა" აღინიშნება და ქალაქის პარკში კულტურული ღონისძიებები იმართება.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლის გედეონ ფოფხაძის განცხადებით, "ბორჯომქალაქობა" ბორჯომის გამგეობის დაგეგმილია და სწორედ იმ დღეს დაამთხვიეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან შეხვედრა დანიშნა.

ცნობისთვის, ახალციხეში "ქართული ოცნების" აქცია დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.