მოსკოვში  „მილიონიანი მარში

მოსკოვში „მილიონიანი მარში"გაიმართება

დღეს 16:00 საათზე რუსული ოპოზიცია საპროტესტო აქციას აკადემიკოს  სახაროვის პროსპექტზე გამართავს. „მილიონიანი მარშის“ მონაწილენი სახაროვის პროსპექტისკენ უკვე დაიძრნენ.

რუსული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. მონაწილეთა შორის „მემარჯვენე ძალები“, „პარნასი“ და მოძრაობა „სოლიდარობა“ არიან.

„მემარცხენე“ ძალათა კოლონას სერგეი უდალცოვი მეთაურობს.

„დღეს ჩვენი მთავარი ლოზუნგია- ხელისუფლება მილიონებს და არა მილიონერებს“,-განუცხადა უდალცოვმა შეკრებილ ჟურნალისტებს.