გორდაძე: საერთაშორისო  ორგანიზაციები არჩევნებს თუ აღიარებენ, ამ გადაწყვეტილების პატივისცემა ყველას პასუხისმგებლობაა

გორდაძე: საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნებს თუ აღიარებენ, ამ გადაწყვეტილების პატივისცემა ყველას პასუხისმგებლობაა

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  თორნიკე გორდაძემ კონფერენციიდან - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები“  გამოსვლის შემდეგ,   განაცხადა, რომ კონფერენციის განსახილველი თემები არჩევნები, ევროინტეგრაცია და აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაა.

მისი თქმით, კონფერენციაზე პირველი გამომსვლელი ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი იყო,  რომელმაც განსაკუთრებული ხაზი საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ბაზის დახვეწისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯებს გაუსვა.

„მან ასევე,  განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ყველა მხარის პასუხისმგებლობას არჩევნების მშვიდად, დემოკრატიულად ჩატარებისთვის. არჩევნების შემდგომ პერიოდზეც პასუხისმგებლობა ასევე ყველამ უნდა აიღოს“,  - განაცხადა  გორდაძემ.

მისივე თქმით, თუკი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები არჩევნებს აღიარებენ, როგორც დემოკრატიული კრიტერიუმების შესაბამისს,  ამ შემთხვევაში,  ყველას პასუხისმგებლობა იქნება აღნიშნულ გადაწყვეტილების პატივისცემა.

მას ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებისა და ევროინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას მიესალმება.