მანანა კობახიძე: ხელისუფლების გასაკეთებელს  ერთი ადამიანის ქველმოქმედება ვერ უშველის

მანანა კობახიძე: ხელისუფლების გასაკეთებელს ერთი ადამიანის ქველმოქმედება ვერ უშველის

„ქართული ოცნების“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მანანა კობახიძე სოფელ ლიჩის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, სოფელში უამრავი სოციალური პრობლემა ათეული წლის მანძილზე გადაუჭრელია. ამის მოგვარებას ადგილობრივებს, ის კოალიციისა და მისი ხელმძღვანელის სახელით  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაჰპირდა.

მის თქმით, დღემდე რაც ქვეყანაში გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ არის გაკეთებული.

„ქვეყანაში რაც კი გაკეთდა ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. მე ვნახე გადახურული სახლები, აშენებული სკოლები, საავადმყოფოებიც , თუმცა გული მწყდება, რომ ავადმყოფებს დერეფნებში ღებულობენ, იმის გამო რომ ახალ შენობაში, რომელიც ევროსტანდარტებს შეესაბამება, ავადმყოფებს ჯერ არ უშვებენ. ბევრი კარგი რამ ვნახე, მაგრამ ვნახე გაჭირვებაც, ის რაც ხელისუფლების გასაკეთებელია, იმას მხოლოდ ერთი ადამიანის ქველმოქმედება ვერ უშველის“, - განაცხადა კობახიძემ.

რამდენიმე  დღის წინ  მანანა კობახიძე სოფელ ვაკისას სტუმრობდა.

ვაკისას ამჟამინდელმა დეპუტატმა ჯიმშერ ტაბატაძემ გადაწყვიტა, ლიჩში მოსულიყო და „ქართული ოცნების“ პროგრამა მოესმინა. დეპუტატს ასევე არ დაუფარავს საკუთარი პოზიცია არსებულ გაჭირვებასა და  პოლიტიკურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.