3 დაღუპული და 250 დაჭრილი-ეგვიპტეში არეულობები გრძელდება

3 დაღუპული და 250 დაჭრილი-ეგვიპტეში არეულობები გრძელდება

მესამე დღეა სამართალდამცავები ქაიროში, ამერიკული ფილმის ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ, წესრიგს ვერ ამყარებენ. მესამე ღამეა ქალაქს არ სძინავს. ქალაქის ყველა რაიონში დღისით თუ გვიან ღამით, ქაიროელები თავს ესხმიან პოლიციის შენობებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“  ესვრიან პოლიციელებს, წვავენ იმ შენობებს, სადაც  ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებია განლაგებული, რესტორნებსაც კი.

არეულობამ ალექსანდრიაშიც გადაინაცვლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათეულობით ადამიანია დაშავებული.

წუხელ გვიან ღამით მუსულმანებმა გერმანიისა და ამერიკის საელჩოებზე თავდასხმის შემდეგ,   თავდასხმა განახორციელეს სუდანში ბრიტანეთის საელჩოზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრიტანელ დიპკორპუსის წარმომადგენლებს შორის დაშავებულები არ არიან.