„არტისტის“ ავტორი ერთად ახალ ფილმზე ტომ ჰენქსთან მუშაობს(VIDEO)

„არტისტის“ ავტორი ერთად ახალ ფილმზე ტომ ჰენქსთან მუშაობს(VIDEO)

მიშელ ჰაზანავიჩუსი ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს. ფილმი სახელწოდებით, „In the Garden of Beasts“ ამერიკელი მწერლის ერიკა ლარსონის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია იქნება. წიგნი პირველად 2011 წელს გამოქვეყნდა და დიდი წარმატება მოიპოვა. სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება მეოცე საუკუნის 30-იანი წლებში ვითარდება. საუბარია ამერიკელი უილიამ დოდის ოჯახზე, რომელიც გერმანიაში აშშ-ს ელჩია.   

ადრე ცნობილი იყო, რომ ამ ფილმში მთავარ როლს ტომ ჰენქსი ითამაშებდა, ნატალი პორტმანი კი, დღემდე მთავარი გმირის, ქალიშვილის როლზე განიხილება. ჰენქსი მსახიობის გარდა, ამ ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერია.

მიშელ ჰაზანავიჩუსის უკანასკნელი  სარეჟისორო ნამუშევარია გასული წელის „ოსკარების“ ფავორიტი  ფილმი „The Artist“. 1927 წელს ოსკარზე წარდგენილი „ფრთების“ შემდეგ ეს არის პირველი მუნჯი ფილმი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა.  დაჯილდოების 84-ცერემონიაზე, ის 10 ნომინაციაში იყო  წარდგენილი, აქედან აიღო ხუთი, მათ შორის,  ცერემონიის მთავარი პრიზი. „არტისტი“  „წლის საუკეთესო ფილმი“ გახდა. გარდა ამისა, „The Artist“ „ოქროს გლობუსის 6 ნომინაციიდან სამის მფლობელი გახდა. საფრანგეთში ფილმი ნომინირებული იქნა „სეზარის“ 10 ჯილდოზე და მიიღო ექვსი - საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიებში. ფრანგული კინოს ისტორიაში „არტისტი“ყველაზე ტიტულოვანი ფილმია.