ტერორისტული აქტი გასაევის წინააღმდეგ, დესტრუქციული ძალების მიერაა მოწყობილი

ტერორისტული აქტი გასაევის წინააღმდეგ, დესტრუქციული ძალების მიერაა მოწყობილი

ე.წ სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტია აღშფოთებას გამოხატავს ე.წ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის იბრაჰიმ გასაევის წინააღმდეგ განხორციელებული აქტის გამო და ამას დაინტერესებული დესტრუქციული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც ქვეყნის თანამდებობის პირებზე თავდასხმები  ხორციელდება.

„მთლიანად ვიზიარებთ ლეონიდ თიბილოვის პოზიციას, რომელიც ამ ფაქტს  დესტრუქციული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. აუცილებელია მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოხდეს დანაშაულის გამოძიება, რათა აღარ მოხდეს მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორება“,-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 სექტემბერს ღამით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაჰიმ გასაევის საცხოვრებელი ბინის კარები ააფეთქეს. გასაევი და მისი ოჯახის წევრები ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.