„უფლებადამცველთა გაერთიანება“  ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების შედეგად,  დაზარალებული მოქალაქეების აღნუსხვას იწყებს

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების შედეგად, დაზარალებული მოქალაქეების აღნუსხვას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია  „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის  ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, „უფლებადამცველთა გაერთიანება“  ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების შედეგად,  დაზარალებული მოქალაქეების რეგისტრაციას იწყებს. 

მჟავანაძის განცხადებით, მას შემდეგ,  რაც არჩევნებში მონაწილე 8 პარტიამ მხარი დაუჭირა „უფლებათადამცველი გაერთიანების“ წინადადებას,  სავსებით რეალური გახდა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გადახედვა.

აღნიშნული პოლიტიკური ძალებია“  „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“,  „თავისუფალი საქართველო“,  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“,  „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი საქართველოსთვის“, „სახალხო პარტია“,  „თავისუფლების გზა-ზვიად გამსახურდიას გზა“ და „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“.  

შეთანხმებების გადახედვა შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური სპექტრის გამარჯვების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

„ვიწყებთ ძალადობით გაფორმებული შეთანხმებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების რეგისტრაციას და მივმართავთ იმ ათასობით ქართველს, რომლებზეც სახელმწიფოს მხრიდან საპროცესო შეთანხმებისას ზეწოლა განხორციელდა, დაგვიკავშირდნენ, რათა აღინუსხოს 2004 წლიდან დღემდე მომხდარი მსგავსი ფაქტები“,  - განაცხადა მჟავანაძემ.