რომის პაპმა საკუთარ თავს „მშვიდობის ელჩი“ უწოდა

რომის პაპმა საკუთარ თავს „მშვიდობის ელჩი“ უწოდა

რომის პაპის ბენედიქტ  XVI-ის ვიზიტი აღმოსავლეთ ქვეყნებში გრძელდება. სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკული ფილმის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც არაბული სამყარო აღაშფოთა, რომის პაპმა მოგზაურობა გადაწყვიტა აღმოსავლეთში. გუშინ ის ლიბანში ჩაფრინდა.

ბენედიქტ  XVI-ის განცხადებით, ის მშვიდობის ელჩია, რომელიც მშვიდობის მისატანად მივიდა არაბულ სახელმწიფოებში. ლიბანში პანტიფიკს აღფრთოვანებით შეხვდნენ. ყველაზე რადიკალურად განწყობილმა შიიტებმაც კი ქუჩებში ბანერები გამოფინეს რომის პაპის გამოსახულებით, რომელსაც ეწერა „Welcome”.

კვირას დილით პაპი საკვირაო მესას ჩაატარებს ბეირუთში, რომელსაც ერაყიდან, იორდანიიდან და სირიიდან ჩასული მლოცველებიც დაესწრებიან. მანამდე კი ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სხვადასხვა რელიგიურ და რეგიონალურ ლიდერებს შეხვდება.