ჯიმ მაკდერმოტი: როცა მთავრობა  აკონტროლებს რა უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ეს პროპაგანდაა (VIDEO)

ჯიმ მაკდერმოტი: როცა მთავრობა აკონტროლებს რა უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ეს პროპაგანდაა (VIDEO)

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება მიმოიხილა.

 ექსპერტების თქმით, სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და ასევე საჯარო მომსახურეობის სფეროს საქმიანობაც გაუმჯობესდა.

„ საქართველოში კვლავ შემაშფოთებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლების გამოხატვის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა, რაც განსაკუთრებით დამაფიქრებელია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე“, - აცხადებენ ისინი.

კონგრესმენ, ჯიმ მაკდერმოტის განცხადებით, საქართველო აშშ-ს პარტნიორია და  ეს ავღანეთშიც დადასტურდა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის რაც პრობლემურად გამოიყურება მოახლოებული არჩევნებია.

კონგრესმენის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება თავის ძალას არჩევნების შედეგებზე გავლენისთვის იყენებს და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში თავისუფალი და სამართლიაანი არჩევნები ვერ ჩატარდება.

„არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. თუ კი თავისუფალი არჩევანით არ დაიწყებ შენებას, გაგიჭირდება ქვეყნის შენება. ასე რომ გვაწუხებს ის რასაც ვხედავთ“, - განაცხადა მან.

მაკდერმოტი პრესის თავისუფლების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, დემოკრატიული საზოგადოებაა თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალ პრესას ეფუძნება და აღნიშნა, რომ მას შეუძლია რეაგირებაა და მთავრობისთვის იმის მითითება,  რა გაკეთდეს ან რა არის გასაკეთებელი.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი  ვერასოდეს გაიგებს რა ხდება. ასე რომ პრესას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. ძალიან ცოტა დრო რჩება და ვერ ვიტყვით, რომ თავისუფლებად და სამართლიანობად აღიქმება როცა ადამიანებს ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავ. როცა მთავრობა  აკონტროლებს რა უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ეს პროპაგანდაა, თუ არ აკონტროლებს,  მაშინ ის იმას უნდა აკეთებდეს, რაც სურს. მაწუხებს ის, რომ მასთქერის პრინციპი მხოლოდ 60 დღე მოქმედებს. დემოკრატია მუდმივად განვითარებადი უნდა იყოს, ამიტომ აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა კონგრესმენმა.

მისივე განცხადებით, თუ საზოგადოება გაიგებს, რომ ყველაფრის უკან მთავრობაა, გაუჩნდება უნდობლობა, რაც საზოგადოებაში არეულობას  გამოიწვევს.

„ჩემი შეხედულებით საპარლამენტო არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას პრეზიდენტის დამბალანსებლის როლი ეკისრება და ის ხალხს წარმოადგენს. თუ პარლამენტი სამართლიანად არ არის არჩეული, მაშინ  ყველაფერს პრეზიდენტი განაგებს“, - დასძინა მან.