უწყებათაშორისი კომისია განათლების სამინისტროს რუსთავის 20-ე სკოლის დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართვას

უწყებათაშორისი კომისია განათლების სამინისტროს რუსთავის 20-ე სკოლის დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართვას

უწყებათაშორისი კომისია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის 20-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების რეკომენდაციით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა დღეს განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული სკოლის დირექტორმა 5 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს სკოლის პედაგოგებთან ამავე სკოლაში შეხვედრის შესაძლებლობა მისცა, ხოლო იმავე მოთხოვნაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ზვიად ძიძიგურს, რომელიც შეხვედრას 10 სექტემბერს გეგმავდა, არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხის არ მიუღია.

„ზვიად ძიძიგურმა უწყებათაშორის კომისიას მიმართა მოთხოვნით კომისიამ შეისწავლოს რამდენად თანაბარი პირობებია რუსთავში სხვადასხვა საჯარო ადგილებში მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია ადმინისტრაციული რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი, რაც წინასაარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის უპირატესი პირობების შექმნაში გამოიხატა“ - განაცხადა კინწურაშვილმა.

მისი თქმით, დირექტორის გათავისუფლებას კანონით დადგენილი პროცედურები აქვს, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი არჩევითია, სამინისტრომ სამეურვეო საბჭოს უნდა მიმართოს, ხოლო თუ დირექტორი დანიშნულია, მაშინ სხვა პროცედურები მოქმედებს.