კვირას, 16 სექტემბერს, ლონდონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია მოეწყობა

კვირას, 16 სექტემბერს, ლონდონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია მოეწყობა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ემიგრანტებმა ინგლისში ემიგრირებული ან დროებით მყოფი ქართველების საყურადღებოდ გაავრცელეს მიმართვა, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

"სააკაშვილის მმართველობამ, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დღითი-დღე მიიწევს სრული ტოტალიტარიზმისაკენ.

 ცხრაწლიანი მცდელობა იმისა, რომ წაგვართვან სიტყვა, შეგვიზღუდონ თავისუფალი აზროვნება და მოახდინონ ქართველი ხალხის, ქართული ხასიათის დეგრადაცია, ჯერ კიდევ წარმატებით ხორციელდება. ეს უნდა დამთავრდეს!

კოალიცია “ქართული ოცნების” ჩამოყალიბებამ გააჩინა იმედი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება თავისუფალი და იძულებით მონობაში აღარ გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას.

ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ “ქართული ოცნება” დააბრუნებს სამართლიანობას ქვეყანაში, გაათავისუფლებს ბიზნესს რეკეტიორი სახელმწიფო მანქანისგან, შექმნის კონკურენტულ გარემოს, გაათავისუფლებს მედიას და ქვეყანას დააყენებს არა ფსევდო, არამედ რეალური ევროპული განვითარების გზაზე.

 არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი. არჩევანის გაკეთება ჩვენს ხელთაა, ჩვენს ხელთაა ასევე ჩვენი ხმების დაცვის უფლება! ხელისუფლება სხვდასხვა მაქინაციებით, მათ შორის - არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით თუ ემიგრანტებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკანონებით, ძალიან ეცადა არჩევნებში მონაწილეობაში ჩვენთვის ხელის შეშლას, მაგრამ მოგიწოდებთ, გამოვნახოთ ყველა რესურსი, მივიღოთ მონაწილობა ამ ისტორიულ პროცესში და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! ჩვენ ეს შეგვიძლია!

დროა დავიბრუნოთ ღირსება, დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.

დავანახოთ, თუ რამდენი ვართ საქართველოდან იძულებით უცხო ქვეყნებში წამოსულნი. დავანახოთ, რომ ჩვენი გული საქართველოშია და ქვეყნის გარეთ მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ საკუთარ ოჯახებს ღირსება შევუნარჩუნოთ! ჩვენ თავად უნდა შევქნათ ისეთი გარემო, რომ ჩვენი განათლება, ცოდნა და გამოცდილება ჩვენსავე სამშობლოში დაფასდეს! ეს დრო ახლოვდება!

ჩვენ წაგვართვეს ხმა, შეგვილახეს უფლებები და, რაც მთავარია, შელახეს ჩვენი ღირსება. ეს უნდა დამთავრდეს!

ჩვენი ერთად დგომით და ერთსულოვნებით შევძლებთ ავიხდინოთ “ქართული ოცნება”.

16 სექტემბერს, ლონდონში , პარლამენტთან შეკრებით ვაჩვენოთ ჩვენი ძალა!!!

„ქართული ოცნება“ – ინგლისი.

შეკრების დრო: 15.30 (თბილისის დროით 18:30)

მისამართი: St. Margaret St. Westminister, London SW1A 0AA

საკონტაქტო ნომრები:

07921824269 ლაშა ჯგერენაია

07429192236 მანუჩარ იზორია

ლონდონის გარეთ მაცხოვრებელთათვის გამოყოფილი იქნება ტრანსპორტი.

ასევე, აქციის ორგანიზებაში ჩართულნი არიან ინგლისში არსებული ორგანიზაცია "მამულიშვილები".

ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით დაუკავშირდით შემდეგ პირს: რომეო ხერხეულიძე. ორგ: "მამულიშვილები", 07725498643