ლეონიდ თიბილოვმა დიმიტრი მედვედევს დაბადების დღე მიულოცა

ლეონიდ თიბილოვმა დიმიტრი მედვედევს დაბადების დღე მიულოცა

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამად პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს  დაბადების დღე მიულოცა და მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა.

„სამხრეთ ოსეთში ძალიან აფასებენ თქვენს მუდმივ ყურადღებას, თქვენ დიდ ღვაწლს სამხრეთ ოსეთის, როგორც  სახელმწიფოს განვითარებაში. მშვიდობა, ხვალინდელი დღის იმედი და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება, ყველაფერი ეს შესაძლებელი მხოლოდ თქვენი მამაცური გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ და ღირსეულად დგახართ თქვენი ხალხის სამსახურში. გულწრფელად გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სამსახურში, გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს და ჯანმრთელობას კიდევ მრავალი წელი“,-ნათქვამია მილოცვაში.