სტუდენტების აქცია - „დაუმორჩილებლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას“ ორშაბათიდან განახლდება

სტუდენტების აქცია - „დაუმორჩილებლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას“ ორშაბათიდან განახლდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია სახელწოდებით „დაუმორჩილებლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას“ ორშაბათიდან განახლდება.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. დღეს გამართულ აქციაზე კი სტუდენტები  რეგენტთა საბჭოს დაშლას, უნივერსიტეტში სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნებას, სტუდენტებს საგნების არჩევის საშუალების მიცემას,  თანამდებობიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ანდრო ბარნოვის გადადგომას, სწავლის გადასახადი შემცირებასა და თსუ-ს რეალური ავტონომიას მოითხოვდნენ.

სტუდენტებმა თსუ-ს ადმინისტრაციასთან შეხვედრა გადაწყვიტეს. სტუდენტების უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლას დაცვა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მათ შენობაში შესვლა შეძლეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი უნივერსიტეტის კანცლერ, დავით ჩომახიძეს შეხვდნენ, თუმცა დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

მათივე თქმით, ორშაბათიდან ისინი საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებენ.