შალვა შავგულიძე: ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან დიალოგის არანაირი რესურსი აღარ დარჩა

შალვა შავგულიძე: ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან დიალოგის არანაირი რესურსი აღარ დარჩა

"ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ნუცუბიძის ქუჩასა და ალ.ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრები დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მისი ინფორმაციით, ამ ქუჩების მოსახლეობის ძირითადი პრობლემები, არჩევნების შედეგების მოსალოდნელ გაყალბებას უკავშირდება.  შავგულიძის ცნობითვე, მიუხედავად სოციალური ფონისა, ამომრჩეველმა, უმწვავეს პრობლემად ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა დაასახელა.

როგორც შავგულიძემ მოსახლეობასთან მიმართვის დროს განაცხადა, ის ფაქტი, რომ მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა საზოგადოება უმთავრეს პრობლემად უსამართლობას ასახელებს,  ეს სამოქალაქო საზოგადოების სიჯანმრთელეზე მიუთითებს.

„ ასეთი ჯანსაღი საზოგადოება მოითმენს ყველა გაჭირვებას, აიტანს უმუშევრობას, მაგრამ უსამართლობას და ღირსების შელახვას - არასოდეს. ჩვენი საარჩევნო ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში, გპირდებით, პირველ რიგში, სამართლის დამყარებას და შემდეგ ყველა არსებული პრობლემის თანდათან და აუცილებლად სამართლებრივი გზით მოგვარებას. დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან დიალოგის არა ნაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე პრობლემის გადაწყვეტაზე", - განაცხადა შავგულიძემ.