ალმოდოვარმა ბოლო ფილმზე მუშაობა დაასრულა

ალმოდოვარმა ბოლო ფილმზე მუშაობა დაასრულა

"The Lovers passengers“ -ასე ჰქვია, ცნობილი ესპანელი კინორეჟისორის პედრო ალმოდოვარის მე-19 ფილმს, რომლის გადაღებები დღეს ოფიციალურად დასრულდა.

ფილმში მოქმედება ავარიის შემდგომ, ავიალაინერზე ვითარდება. გადასაღები მოედანი სიუდად რეალის ახლოს, მიტოვებული აეროპორტზე მოეწყო. გადამღებმა ჯგუფმა  ავარიის შედეგად დაზიანებული ავტობუსის იმიტაცია გააკეთა, სწორედ აქ ვითარდება ფილმის მოვლენები, რომელსაც რეჟსორი ყველაზე „არარეალურ ფსიქოლოგიურ კომედიას“ უწოდებს.

ალმოდოვარის თქმით,  „ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანებს სასოწარკვეთისა და  შიშების წინააღმდეგ, განსაკუთრებული ბრძოლა უწევთ, ასეთ დროს ქვეცნობიერში მოჩვენებები და ცრუ ილუზიები  წარმიოშობა.“

„მობილურების, ინტერნეტის, ტელე-ვიდეო და აუდიო გასართობი ტექნოლოგიების გარეშე ყოფნა, უცხო ადამიანებით გარშემორტყმულ გარემოში გაიძულებს იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ!“-აღნიშნავს რეჟისორი.

ფილმში ცნობილი ესპანელი მსახიობების დიდი ჯგუფი მონაწილეობს, თუმცა მაყურებლის ყველაზე მეტ ყურადღებას პენელოპა კრუსი და ანტონიო  ბანდერასი იპყრობენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა რეჟისორი ფილმის პრემიერა, ტრადიციულად, რომელიმე კინოფესტივალზე მოაწყოს, ალმოდოვარი პასუხობს: „არა, ფესტივალები მეყოფა!“

ფილმის პრემიერა, შემდეგი წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.