„ახლების“ მთავარი პრიორიტეტი მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და ხალხის წნეხისგან გათავისუფლებაა

„ახლების“ მთავარი პრიორიტეტი მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და ხალხის წნეხისგან გათავისუფლებაა

დღეს თელავში ''ახალი მემარჯვენეების'' მაჟორიტარობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ აგრარული ბაზრისა და ბაზრობის წვრილ მოვაჭრეებთან და გლეხებთან შეხვედრა გამართა.

როგორც ჩიხრაძემ ადგილობრივებთან საუბარში განაცხადა, „ახლების“ მთავარი პრიორიტეტი მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და ხალხის წნეხისგან გათავისუფლებაა.

„ქართული სოფლის გაძლიერება და გლეხებისთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების უზრუნველყოფაა. მათ უკან ოჯახები დგას და მათთვის ნორმალური პირობების შექმნა მინიმუმ ამ ოჯახების გაძლიერებას და სხვების დასაქმების პერსპექტივას ნიშნავს" – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღესვე, ბაზრისა და ბაზრობის ტერიტორიაზე ფიქრია ჩიხრაძემ ახალგაზრდებთან ერთად მემარჯვენეების სააგიტაციო ბუკლეტი – "შეზლებული ოჯახი