„თავისუფალი საქართველო“ :  მოსახლეობას თელავში, გუბერნიის შენობაში არ უშვებენ

„თავისუფალი საქართველო“ : მოსახლეობას თელავში, გუბერნიის შენობაში არ უშვებენ

თელავში, გუბერნიის შენობაში მოსახლეობას არ უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე,  გიორგი მოსიაშვილი ავრცელებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული პრობლემის გამო კახეთის რეგიონულ ოფისს  რამოდენიმე მოქალაქემ მიმართა, რომლებიც მოსიაშვილის თქმით, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გაჭირვებაში იმყოფებოდნენ.

მისივე  განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონი ითხოვდა სასწრაფო შეხვედრას ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან, თუმცა მიუხედავად ამისა,ის არ შეუშვეს გუბერნიის შენობაში.

„დავინტერესდით თუ რატომ არ უშვებდნენ მოსახლეობას გუბერნიაში, როგორც გაირკვა გუბერნიის ადმინისტრაციაში არ იყო ისეთი პირი, ვინც მათ გასცემდა პასუხს, ადგილზე პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატიდან ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი მდივან რეფერანტი ეკა გურგენიშვილი აღმოჩნდა, რომლის განმარტებით გუბერნიის თანამშრომლებს „არ სცალიათ“ მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად, რადგან ხვალ თელავში პრეზიდენტი ჩამოდის  და მას უმზადებენ შეხვედრას“, - განაცხადა მოსიაშვილმა.