მაია ფანჯიკიძე: რატომ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს დეკლარაციაზე არ გვაქვს ხელი მოწერილი?

მაია ფანჯიკიძე: რატომ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს დეკლარაციაზე არ გვაქვს ხელი მოწერილი?

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია ბრიუსელში ვიზიტს  და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრას გეგმავდა. ამის შესახებ ფანჯიკიძემ From.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კოალიციაში ბრიუსელში ჩასვლაზე არა ნაირი საუბარი  არ ყოფილა, რაც შეეხება დეკლარაციის ხელმოწერას, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ კოალიციამ დეკლარაციას ხელი უკვე მოაწერა.

„მე თვითონ მაქვს ნათქვამი არაერთხელ, რომ იმ დეკლარაციას ხელს ვაწერთ მოვაწერეთ კიდეც. ამიტომ რაზეა აქ საუბარი ცოტა არ იყოს დავიბენი. რატომ ავრცელებს ვინმე, თითქოს ეს ასე არ არის, ეს არის საინტერესო საკითხი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, ფულესთან საკმაოდ ინტენსიური ურთერთობა აქვთ,  თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დღეებში მისთვის რაიმე ტიპის შეხვედრაზე არც კი მიუმართავთ.

„ჩვენ ფულეთან აქტიურად ვთანამშრომლობთ  ხან ტელეფონით, ხან სხვადასხვა შეხვედრებით. თუმცა ახლო მომავალში მასთან არანაირი შეხვედრა არ იგეგმება. მით უმეტეს მსგავსი შეკითხვა არც ყოფილა გაგზავნილი“, - დასძინა „აქრთული ოცნების“ პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შტეფან ფულე მზად არის კოალიცია „ქაართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად, თუ მიიღებს დაპირებას, რომ პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის და, რომ "ქართული ოცნებისათვის" მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტული სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა - ეუთო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი.

ამის შესახებ ფულეს სპიკერმა, პეტერ სტანომ რადიო "თავისუფლებას“ განუცხადა.