„წითელი ხიდი“  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის გახდა

„წითელი ხიდი“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის გახდა

„წითელ ხიდს“  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ  ძეგლს – „წითელ ხიდს“  (გარდაბნის  მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი ).

პრეზიდენტის ეს ბრძანებულება უკვე ძალაშია შესული.