მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

პარტია „ახალი მემარჯვენეების“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად,  საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და USAID -ის ინიციატივით მოწყობილ აქციაში „ზუგდიდი სუფთა ქალაქია“ მიიღო მონაწილეობა.

„მემარჯვენეებმა“ ზუგდიდის სადგურის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

„ძალიან სასარგებლო და საჭირო აქციაა. გარდა იმისა, რომ ქალაქს ვასუფთავებთ, ეს ჩვენი თანამოქალაქეებისათვის მაგალითიც არის, რომ საკუთარი ქალაქი არ უნდა დაანაგვიანონ. ზუგდიდი ყოველთვის ისეთი კოპწია და სუფთა ქალაქი იყო, რომ ცოტა გამიკვირდა კიდევაც ამდენი ნაგავი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ ამ საკითხს გლობალურადაც უნდა შევხედოთ. გარდა ქალაქებისა, მთელს ქვეყანაში სოფლებში არ არის შექმნილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და უტილიზაციას. სოფლებში ხევები სავსეა ნაგვით და მდინარეების აუზები ბინძურდება. მოსახლეობამაც არ იცის სად წაიღოს ნაგავი და იძულებულია სტიქიური ნაგავსაყრელები შექმნას. ამ პრობლემას დროულად უნდა მიეხედოს“, - განაცხადა ნაჭყებიამ.