„პროფესორთა დაცვის ლიგა“ სამოქალაქო მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლეს“ შეუერთდა

„პროფესორთა დაცვის ლიგა“ სამოქალაქო მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლეს“ შეუერთდა

სამოქალაქო მოძრაობას „გადაარჩინე სიცოცხლე“ სამოქალაქო მოძრაობას სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „პროფესორთა დაცვის ლიგა“ შეუერთდა.

ამის შესახებ განცხადება დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ „პროფესორთა დაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ ვაჟა შუბითიძემ გააკეთა.

შუბითიძის განმარტებით, სამოქალაქო მოძრაობას იმიტომ უერთდებიან, რომ  აქამდე გაჭირვებით მოყვანილი ქვეყნის შენარჩუნება შეძლონ.

მისივე თქმით, ხელისუფლება უკანონო გზითაა არჩეული, არჩევნების შინაგან ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს და მხოლოდ გარეგანი ფორმალური მხარეებია წინ წამოწეული, მოსახლეობაში ჩადებული მუხტი კი, ლეგიტიმურ კრიზისს იწვევს.

„ლეგიტიმური კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულებაა არამარტო ის, რომ საზოგადოებას ავიწროვებენ, არამედ ისიც, რომ ხალხი ქვეყნიდან მასიურად გარბის. ჩვენ მხოლოდ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა მან.

„პროფესორთა დაცვის ლიგა“ სხვა ორგანიზაციებს სამოქალაქო მოძრაობაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.