ზაზა გაბუნია ხელისუფლებას ავარიული სახლების მფლობელებთან მოლაპარაკების დაწყებიკენ მოუწოდებს

ზაზა გაბუნია ხელისუფლებას ავარიული სახლების მფლობელებთან მოლაპარაკების დაწყებიკენ მოუწოდებს

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ტელეგრაფის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ სახლი ჩამოინგრა, ბრიფინგი გამართა.

გაბუნიამ ხელისუფლებას  ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლოებასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

„ქრისტიან-დემოკრატები“ და პირადად მე,  მოვუწოდებთ ხელისუფლებას რომ „პურის მოედნისა“ და ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ათობით სახლის მფლობელთან დაიწყოს მოლაპარაკება და შესთავაზოს მათ სახლების საბაზრო ღირებულების ოდენობის ადეკვატური თანხა კომპენსაციის სახით. ასევე, დაიწყოს იმ სახლების რეაბილიტაცია, რომელთა აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.