„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: „ქართული ოცნების“ გაშუქების ტონი უარყოფითია

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: „ქართული ოცნების“ გაშუქების ტონი უარყოფითია

 "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ტელეეთერში ყველაზე ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეკლამა გადის, სუბიექტებიდან ყველაზე ხშირად კი "ქართული ოცნება" შუქდება.

ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილი განცხადებით, ანგარიში მოიცავს 6 ქართულ ტელეარხზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს.

მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ გაშუქების ტონი უარყოფითია და აღნიშნა, რომ უარყოფითი ტონით ნაწილობრივ შუქდება საქართველოს პრეზიდენტიც.

„ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავს რეკლამა, საზაფხულო სტუდენტური სამუშაოების summer job-ის შესახებ, სადაც რეკლამის მონაწილეებს მაისურებზე ინგლისური S აწერიათ, რომელიც ნანუაშვილის განცხადებით, 5-ს ჰგავს. მისივე თქმით, გაურკვეველია ზოგიერთი რეკლამის, მათ შორის "მე მიყვარს თბილისი", "რაჭა ჩემი სიყვარული" და სხვების სტატუსიც“, - განაცხადა მან.

ნანუაშვილის თქმით, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ამ რეკლამების სტატუსის, დამკვეთისა და ეთერში გასვლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მათი მიმართვების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამები "დამზადებულია საქართველოში" და "უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან", რომლებიც ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავდნენ, აღარ დაფიქსირებულა.            

აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე და 13 აგვისტოდან 25 აგვისტომდე პერიოდებს მოიცავდა, სასტუმრო