შაშკინი აშშ-ის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრ ადამ სმიტს შეხვდა

შაშკინი აშშ-ის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრ ადამ სმიტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი კონგრესმენ და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრ ადამ სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა და ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მომავალ გაღრმავებულ თანამშრომლობაზე და აშშ-საქართველოს შორის მიღწეულ ექვსპუნტიანი გეგმის იმპლიმენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.

ექვსპუნქტიანი შეთანხმება თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებას, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნასა და განათლებას.

ადამ სმიტი 1997 წლიდან აშშ-ს კონგრესის წევრია. 1997 წელს ადამ სმიტი ხელმძღვანელობდა კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის, სახმელეთო და საჰაერო ძალების ქვეკომიტეტს. აღნიშნული ქვეკომიტეტი უფლებამოსილი იყო შეესწავლა საჰაერო და სახმელეთო ძალების შესყიდვების პროგრამა. ადამ სმიტი ასევე ჩართულია სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჭირო საუკეთესო აღჭურვილობის შერჩევის პროცესში, რომელიც მათ სჭირდებათ მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად. მას აქვს უდიდესი გამოცდილება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, განსაკუთრებით კარგად იცნობს ახლო აღმოსავლეთის, ავღანეთის და ჩრდილოეთ აფრიკის უსაფრთხოების გამოწვევებს.