კუკავა:  ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი  გარემოცვის მიერ, აბსოლუტურად არასწორადაა  ინფორმირებული

კუკავა: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი გარემოცვის მიერ, აბსოლუტურად არასწორადაა ინფორმირებული

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა  კუკავას განცხადებით, ოპოზიციის ერთობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებელი პირობაა.

მისი თქმით,   პოლიტიკური გამოცდილების არქონიდან გამომდინარე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავისი გარემოცვის მიერ,  არასწორადაა ინფორმირებული და აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს ბიზნესში,  პოლიტიკური გამოცდილება  სწორი გადაწყვეტილების მისაღებადაა აუცილებელი.

 „ვფიქრობ,  ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად არასწორად არის ინფორმირებული. განსაკუთრებით ასე,   მისი პოლიტიკაში  გამოჩენის პირველ ეტაპზე იყო.  თავდაპირველად,  ის ამბობდა, რომ პარლამენტში 2/3-ით შევიდოდა, დღეს ამოვიკითხე, რომ 40%-იც ოპტიმალური ვარიანტია. შარშან აცხადებდნენ, რომ მიტინგების გაგონება არ გვინდაო, დღეს კი ჩნდება ნოტები იმისა, რომ შესაძლოა,მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყონ. რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას,  როგორც ჩანს გარემოცვის დიდმა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნა, რომ არანაირი შეთანხმება მაჟორიტარებზე საჭირო არ არის, შუა უკვე ჩარეცხილია და არსებობს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ რეიტინგი. გაგახსენებთ,  2010 წელს როდესაც დავით უსუფაშვილი ამბობდა, რომ რა აზრი აქვს ირაკლი ალასანია გაერთიანდეს "ეროვნულ საბჭოსთან", როდესაც ალასანიას რეიტინგი 17%-ია, მისი ოპოზიციონერი კონკურენტის კი – 1%. შემდგომში შედეგები დაიდო და ვნახეთ,, რომ ირაკლი ალასანიამ თავის პოლიტიკურ მდევარზე ორჯერ მეტი შედეგიც კი ვერ აჩვენა. ასე, რომ, თუ დარწმუნებულები არიან, რომ მართლაც 2/3-ის მიღების შანსი აქვთ,,ცხადია,  გაერთიანების მოტივაცია არ ექნებათ, მაგრამ თუ მენდობიან და გაითვალისწინებენ, რომ ცუდი რჩევა არავისთვის მიმიცია და 2008 და 2010 წლის პერიპეტიებსაც გაიხსენებენ, მიხვდებიან რომ ოპოზიციის ერთობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა კუკავამ.