დემეტრაშვილი:  არამგონია გეგზიტპოლის შედეგებმა  საზოგადოებაზე ავლენა იქონიოს

დემეტრაშვილი: არამგონია გეგზიტპოლის შედეგებმა საზოგადოებაზე ავლენა იქონიოს

კონსტიტუციონალისტ  ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლი სოციოლოგიური გამოკითხვის ერთ-ერთი სახეა და მისი ჩატარება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.

მისი თქმით, ეგზიტპოლის ჩატარება საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ამ მეთოდით გამოკითხვის ჩატარება მისაღებია.

„ეგზიტპოლის ჩატარება შესაძლებელია, ეს საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა. ამ მეთოდს ნებისმიერ ქვეყანაში მიმართავენ. არამგონია ამან გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე და კომისიის მუშაობაზე“, - განაცხადა დემეტრაშვილმა.

რაც შეეხება სამართლებრივ კუთხეს, დემეტრაშვილის განცხადებით,  საქართველოს საარჩევნო კოდექსი ეგზიტპოლისა თუ ყველა სხვა გამოკითხვების გამოქვეყნებას კენჭისყრამდე  48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არ ითვალისწინებს, თუმცა კიდევ ერთხელ, აღნიშნავს, რომ ამის ჩატარება შესაძლებელია.

ცნობისთვის,  1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ჩატარება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გერმანული კვლევების კომპანიას GFK-ს უკვე დაუკვეთა.

GFK გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს და ეგზიტპოლის ფარგლებში 25 000 რესპონდენტი გამოიკითხება.