ქუთაისელები „ბილაინის“ ანძის დემონტაჟს ითხოვენ

ქუთაისელები „ბილაინის“ ანძის დემონტაჟს ითხოვენ

ქუთაისის ტყიბულის ქუჩის მოსახლეობა „ბილაინის“ ანტენის დემონტაჟს ითხოვს. გადამცემი ამ ქუჩაზე,სამართალდამცავების მეთვალყურეობით ღამის საათებში, სამი წლის წინ განხორციელდა. მოსახლეობის განცხადებით, კი ანძამ მას შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი სიმსივნისა და ლეიკემიის დიაგნოზით იმსხვერპლა.

 ადგილობრივების განცხადებით,  მათ მერიას გადამცემის დემონტაჟთან დაკავშირებით, განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობის განცხადებით, პრეზიდენტის სახელზეც დაწერეს განცხადება და ამ ამბის გამოკვლევა ქალაქის მერს დაევალა, თუმცა ესეც უშედეგოდ. მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები თავბრუსხვევას, თავის და სახსრების ტკივილს უჩივის.

„ჩვენთვის არავის უკითხავს გვინდოდა თუ არა ამ ანძის დამონტაჟება, რა სიმძლავრის იყო, როგორი იყო, არავინ დაგვლაპარაკებია. ღამით საპატრულო მანქანებით გადაკეტეს ქუჩა, მოსახლეობას არც გვაკარებდნენ, ისე დაამონტაჟეს. შემდეგ შევიტყვეთ, ეს არის სამი ანძის-„ჯეოსელის“ ამ „ბილაინის“ და კიდევ სატელევიზიო ანძის გადაკვეთის ზონა“,-აცხადებენ ქუჩის მაცხოვრებლები.

„ბილაინში“ ანძის ზემოქმედებას მოსახლეობაზე კატეგორიულად გამორიცხავენ. „დასახლებულ პუნქტში გადამცემი ანძა შეიძლება იდგეს. ჩვენიო კომპეტენტური სპეციალისტები, რომლებიც ამონტაჟებენ ანძებს, გვარწმუნებენ, რომ ეს გადამცემი ბოძები არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს“,-აცხადებს „ბილაინის“ წარმომადგენელი პაატა