იაპონიის წყლებში ექვსი ჩინური ხომალდი და საპატრულო გემი შევიდა

იაპონიის წყლებში ექვსი ჩინური ხომალდი და საპატრულო გემი შევიდა

დღეს, იაპონიის წყლებში კუნძულ სენკაკუსთან ჩინური საპატრულო გემები შევიდა. კუნძულთან ასევე  იმყოფება ექვსი ჩინური სამხედრო ხომალდი. იაპონიამ უკვე გააკეთა ხმამაღალი განცხადება პეკინის პროვოკაციულ საქციელზე.

ჩინური საპატრულო გემები ამ წყლებში მყოფ იაპონურ გემებს აფრთხილებენ, რომ ტერიტორია სასწრაფოდ დატოვონ.

იაპონიაში ამ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა კრიზიული შტაბი, რომელსაც პრემიერი იოსიხიკო ნოდა ხელმძღვანელობს.

ამ კვირას კუნძული სენკაკუ და კიდევ ორი მეზობელი კუნძული იაპონიის მთავრობამ იაპონელებისგან, რომელთაც კერძო საკუთრებაში გახლდათ კუნძულები, შეიძინა და ამით კუნძულებს ნაციონალიზაცია გაუკეთა. სწორედ ამას აპროტესტებს ჩინეთი, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, სამხედრო და საპატრულო გემები გაუშვა კუნძულ სენკაკუსთან.