რეზო ჩხეიძე ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს

რეზო ჩხეიძე ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას მხარდასაჭერად კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ჩხეიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“  ქართველი ხალხისთვის მოდის.

„ კოალიცია „ქართული ოცნება“  ქართველი ხალხისათვის, ძალიან საინტერესო წინადადებებით მოდის  სოციალურ, კულტურისა თუ ჯანმრთელობის სფეროში. ყველაფერში რასაც ქართველი ადამიანის ცხოვრება შეადგენს და ვფიქრობ,  რომ  ივანიშვილი თავის დათქმულ საზღვრებს პირობებს არათუ შეასრულებს,  მეტსაც გააკეთებს“, - განაცხადა ჩხეიძემ.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას  განცხადებით კი, რეზო ჩხეიძის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისა“ და კონკრეტულად, მისდამი ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია.

„რეზო ჩხეიძე მართლაც ლეგენდარული ადამიანია, რომელმაც  ეპოქალური ქართული კინო და უდიდესი კულტურა შექმნა, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ფერი შესძინა. მან სხვა ხარისხში და სხვა სივრცეში გადაიტანა ქართული კინო და ეს ფასეულობა. ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული,  ფასეული და  განსაკუთრებულია, როდესაც რეზო ჩხეიძე „ქართული ოცნების“  და ჩემს მხარდასაჭერად  სპეციალურად ფოთში ჩამოდის  და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება“, - განაცხადა ბესელიამ.