მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ქაშვეთის ტაძართან  გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ქაშვეთის ტაძართან გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი 16 სექტემბერს, 14:00 საათზე თბილისში, ქაშვეთის ტაძართან  გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავს.

აქცია ტაძრის ეზოს კედელზე წმ. ნინოს ფემინისტური კარიკატურის დახატვას უკვაშირიდება.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის  ცნობით,  აქციაზე წაკითხულ იქნება სპეციალური მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი, რომ მიეცეს სათანადო მორალური და სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ ფაქტს, გამოძიებულ იქნას და დამნაშავეს ან დამნაშავეთა ჯგუფს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

„მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრს, მობრძანდეს აქციაზე და ერთად დავიცვათ ქართული ეკლესიის სიწმინდეები მომავალში შესაძლო თავდასხმებისგან“, - აცხადებენ საინიციატივო ჯფუფში.